სამცხე-ჯავახეთი

სამ­ცხეჯა­ვა­ხე­თი - მხა­რე სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფარ­თო­ბი:  6 410 კმ2  მო­სახ­ლე­ო­ბა: 160,6 ათა­სი ადა­მი­ა­ნიდა­სავ­ლე­თი­დან ესაზ­ღვრე­ბა აჭა­რაჩრდი­ლო­ე­თი­დან გუ­რი­აიმე­რე­თი და ში­და ქარ­თლიაღ­მო­სავ­ლე­თით ქვე­მო ქარ­თლის მხა­რე­ე­ბისამ­ხრეთ საზ­ღვა­რი კი ემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო საზ­ღვარს თურ­ქეთ­თან და სომ­ხეთ­თან.

სამ­ცხეჯა­ვა­ხე­თის მხა­რე­ში მდე­ბა­რე­ობს შემ­დე­გი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბიადი­გე­ნისახალ­ცი­ხისას­პინ­ძისახალ­ქა­ლა­ქი­სა და ნი­ნოწ­მინ­დის.
მხა­რე მო­ი­ცავს შემ­დეგ ის­ტო­რი­ულ­გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი პრო­ვინ­ცი­ე­ბის სამ­ცხისჯა­ვა­ხე­თის და თო­რის ტე­რი­ტო­რი­ებს 



ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება

სამ­ცხეჯა­ვა­ხეთ­ში წარ­ბობს რე­ლი­ე­ფის ვულ­კა­ნუ­რი ფორ­მე­ბიმათ­ვე მი­ე­კუთ­ვნე­ბა ჯა­ვა­ხე­თი­სა და სამ­სა­რის ქე­დე­ბიცრო­მელ­თა მწვერ­ვა­ლე­ბი ტი­პი­უ­რი ვულ­კა­ნუ­რი კო­ნუ­სე­ბი­ამაქ­სი­მა­ლურ სი­მაღ­ლეს სწო­რედ სამ­სა­რის ქედ­ზე არ­წევს მთა დი­დი აბუ­ლი 3301 ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბი­საა ახალ­ქა­ლა­ქის პლა­ტოცმი­სი სი­მაღ­ლე იც­ვლე­ბა 1500-2000 -ის ფარ­გლებ­ში.


ახალ­ცი­ხის ქვა­ბუ­ლი ზღვის დო­ნი­დან 900-1500 მეტ­რის ფარ­გლებ­ში მდე­ბა­რე­ობსმის ფსკერ­ზე მდი­ნა­რე მტკვა­რი და მი­სი შე­ნა­კა­დი ფო­ცხო­ვის­წყა­ლი მო­ე­დი­ნე­ბა.
მხა­რის მთა­ვა­რი მდი­ნა­რე მტკვა­რი­არო­მე­ლიც თურ­ქე­თი­დან მო­ე­დი­ნე­ბაშე­ნა­კა­დე­ბი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფო­ცხო­ვის­წყა­ლი და ფა­რავ­ნის­წყა­ლი.
ტბე­ბით ჯა­ვა­ხე­თი საკ­მა­ოდ მდი­და­რი­არო­მელ­თა წარ­მო­შო­ბა ვულ­კა­ნებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლიაქ მდე­ბა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი ტბა ფარ­თო­ბით ფა­რა­ვა­ნითურ­ქეთ­თან სა­საზ­ღვრო ტბა კარ­წა­ხი და მო­ცუ­ლო­ბით ყვე­ლა­ზე დი­დი ტბა ტა­ბა­წყუ­რი.
სამ­ცხეჯა­ვა­ხეთ­ში ჰა­ვა საკ­მა­ოდ მკაც­რი­აჯა­ვა­ხეთს ზამ­თრის და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­მო სა­ქარ­თვე­ლოს ციმ­ბირ­საც კი უწო­დე­ბენაბ­სო­ლი­ტუ­რი მი­ნი­მუ­მი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია კარ­წახ­ზე -400C. ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იც­ვლე­ბა 500-1000 მმ-მდე

მოსახლეობა
სამ­ცხეჯა­ვა­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით 160,6 ათას შე­ად­გენსმო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მხვრივ გა­მო­ირ­ჩე­ვა ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი 45 ათა­სი მცხოვ­რე­ბიყვე­ლა­ზე ცო­ტა ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 10 400 მცხოვ­რე­ბი.

ეთ­ნი­კუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის მხვრივ სამ­ცხეჯა­ვა­ხეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ხვედ­რი­თი წი­ლიკერ­ძოდ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში 95% -ზე მე­ტი­ამთლი­ა­ნად რე­გი­ონ­ში კი ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ად­გენს 56 %-სომ­ხუ­რი _ 40 %. ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რა­მო­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ცხოვ­რობს რუ­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბარომ­ლე­ბიც არი­ან სექ­ტან­ტე­ბი დუ­ხა­ბო­რე­ბი (დუ­ხო­ბო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1840-ი­ან წლებ­ში და­სახ­ლდნენდა­სახ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მათ აა­შე­ნეს ობოლ­თა სახ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­მა დუ­ხო­ბო­რებ­მა შექ­მნეს კო­მუ­ნე­ბი (უ­ტო­პი­უ­რი სო­ცი­ა­ლიზ­მის სა­წყი­სებ­ზე), მის­დევ­დნენ სოფ­ლის მეურნეობასმე­ვახ­შე­ო­ბასაქ ისი­ნი ცალ­კე ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ერ­თე­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წეს­-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­თა და ყო­ფითთან­და­თა­ნო­ბით კლა­სობ­რი­ვი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბას სექ­ტის დაშ­ლა და XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს მი­სი ერ­თი ნა­წი­ლის (მეტ­წი­ლად ღა­რიბ­თაემიგ­რა­ცია მოჰ­ყვა. 1895 წელს 2000-მდე დუ­ხა­ბორ­მა ძა­ლა­დო­ბის მი­მართ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ია­რა­ღი დაწ­ვამე­ფის­ნაც­ვალ­მა ვო­რონ­ცოვ­მა დუ­ხა­ბო­რე­ბი ამ ფაქ­ტის გა­მო და­სა­ჯასო­ფელ­ში კა­ზაკ­თა პოლ­კი მი­ავ­ლი­ნაყვე­ლა მა­მა­კა­ცი გა­შოლ­ტესნა­წი­ლი კი ციმ­ბირ­ში გა­და­ა­სახ­ლესამ­ჟა­მად და­ახ­ლო­ე­ბით 200 ოჯა­ხი სო­ფელ გო­რე­ლოვ­კა­ში ცხოვ­რობსსა­დაც არის მა­თი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი). 

ეკონომიკა
სამ­ცხეჯა­ვა­ხეთ­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ანა­ლო­გი­უ­რი პრო­დუქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ანა­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის 2,5 %- შე­ად­გენსწარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის 80% ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ზე მო­დის.


თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით ეკო­ნო­მი­კურ გრა­ფიკს რო­გორც და­საქ­მე­ბის  ასე­ვე შე­მო­სავ­ლე­ბის მხვრივ ნა­ხე­ვა­რი მო­დის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზეაქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რე­გი­ო­ნის წამ­ყვა­ნი დარ­გია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა.
სამ­ცხეჯა­ვა­ხე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა და­ნარ­ჩე­ნი რე­გი­ო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბიტ მდი­და­რია სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბითრომ­ლის 70% მო­დის სა­ძოვ­რებ­ზესახ­ნავ მი­წის ფარ­თო­ბებ­ზე 20 %, სა­თი­ბებ­ზე 8%.
სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წამ­ყვა­ნი დარ­გე­ბი­ა:
  • მე­კარ­ტო­ფი­ლე­ო­ბა.
  • მე­ბოს­ტნე­ო­ბა.
  •  მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბი.
  •  მე­ხი­ლე­ო­ბა.
  •  საკ­ვე­ბი კულ­ტუ­რე­ბის წარ­მო­ე­ბა.
  •  მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა.
  • მე­ფუტ­კრე­ო­ბა.
კარ­ტო­ფი­ლი ერ­თა­დერ­თი სა­სოფ­ლოსა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტი­არო­მე­ლიც დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მოჰ­ყავთ სამ­ცხეჯა­ვა­ხეთ­შირე­გი­ონ­ში კარ­ტო­ფი­ლის წარ­მო­ე­ბა ძი­რი­თა­დად ხდე­ბა პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზერო­მელ­თა მო­ცუ­ლო­ბაა 0.5-1.5 ჰაკარ­ტო­ფი­ლის სა­წარ­მო­ებ­ლად შე­სა­ფე­რი­სია სამ­ცხეჯა­ვა­ხე­თის კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბირად­განგა­მომ­დი­ნა­რე მა­ღალ­მთი­ა­ნი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბი­დანმო­სავ­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა ნაკ­ლე­ბი­აეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თეს­ლის გა­სამ­რავ­ლებ­ლადრად­გან სა­წყი­სი ინ­ვეს­ტი­ცია თეს­ლის წარ­მო­ე­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი­ავიდ­რე სა­სურ­სა­თო კარ­ტო­ფი­ლის წარ­მო­ე­ბა­ში დათა­ნაცუფ­რო მე­ტია ხა­რის­ხი­ა­ნი სა­თეს­ლე მა­სა­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის საფ­რთხე.
ოთხ­მოც­და­ა­თი­ან წლე­ბამ­დე სამ­ცხეჯა­ვა­ხეთ­ში კარ­ტო­ფი­ლის წარ­მო­ე­ბის დო­ნე და­ბა­ლი იყოეს მრა­ვალ­მა ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბასა­ი­რი­გა­ციო სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბამცუდ­მა გზებ­მარაცთა­ვის მხრივგავ­ლე­ნას ახ­დენ­და ფა­სე­ბის ზრდა­ზეშე­სა­ბა­მი­სადრთუ­ლი იყო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­სუ­ქი­სა და შხამ­-ქი­მი­კა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა თუ ტრან­სპორ­ტი­რე­ბა

სამ­ცხეჯა­ვა­ხეთს თა­ვი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლით შე­უძ­ლია დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­შიკერ­ძოდ რე­გი­ო­ნის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ჯერ კი­დევ გა­ნიც­დის საბ­ჭო­თა და­გეგ­მა­რე­ბასრაც მდგო­მა­რე­ობს იმა­შირომ მხა­რი­სათ­ვის რაც იყო ტრა­დი­ცი­უ­ლი ძვე­ლი დარ­გე­ბი მე­ხორ­ბლე­ო­ბამე­ვე­ნა­ხე­ო­ბა საბ­ჭო­ტა პე­რი­ოდ­ში მთლი­ა­ნად მო­ის­პო და რე­გი­ო­ნის მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბას მე­კარ­ტო­ფი­ლე­ო­ბა წარ­მო­ად­გენ­და და ძი­რი­თა­დად დღე­საც დარ­ჩა ეგ­რე.

მევენახეობა
ძველ მეს­ხეთ­ში მე­ჯო­გე­ო­ბას­თან და მე­ბა­ღე­ო­ბას­თან ერ­თად თვა­სა­ჩი­ნო ად­გი­ლი ეჭი­რა ვა­ზის მო­შე­ნე­ბა­სა და ღვი­ნის წარ­მო­ე­ბასუცხო დამ­პყრობ­ლე­ბის სის­ტე­მა­ტურ­მა თა­რეშ­მა მეს­ხეთ­ში და­აქ­ვე­ი­თა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ყვე­ლა დარ­გი და მათ შო­რის მე­ვე­ნა­ხე­ო­ბაცსა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ჩა­ნა­გე­ბულ მეს­ხეთ­ში შე­იც­ვა­ლა ბუ­ნებ­რი­ვი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბიცბუ­ნე­ბა შე­და­რე­ბით უფ­რო მკაც­რი გახ­დარო­დე­საც ეს მხა­რე ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი ახალ­ქა­ლა­ქის მი­და­მო­ე­ბამ­დე მთლი­ა­ნად ტყე­ე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი ჰა­ვაც შე­და­რე­ბით ზო­მი­ე­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყოისე­თი ვა­ზის ჯი­შე­ბი რომ­ლე­ბიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­გუ­ე­ბულ­ნი იყ­ვნენ აქა­ურ გა­რე­მოსთით­ქმის გა­და­შენ­დნენმხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი ვა­ზე­ბი­ღა შე­მორ­ჩა ძველ ნა­სოფ­ლა­რებ­სა და ტყე­ებს.
           ტრა­დი­ცი­უ­ლად მეს­ხეთ­ში გავ­ცე­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა შემ­დე­გი ად­გი­ლობ­რი­ვი ვა­ზის თეთ­რი თუ წი­თელ­ყურ­ძნი­ა­ნი ჯი­შე­ბისა­მა­რი­ო­ბოხა­რის­თვა­ლა მეს­ხუ­რიცხე­ნის­ძუ­ძუ თეთ­რითეთ­რი ახალ­ცი­ხუ­რისა­ფა­რუ­ლათეთ­რი ბუ­დე­შუ­რირო­კე­თუ­ლაჩი­ტის­კვერ­ცხა თეთ­რიცხე­ნის­ძუა თეთ­რიმეს­ხუ­რი მწვა­ნესა­წუ­რიმეს­ხუ­რი სა­ფე­რეკლერ­ტმა­გა­რა და სხვა.  ძველ მეს­ხეთ­ში მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა მეღ­ვი­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ღა­ღა­დე­ბენ ის უამ­რა­ვი ღვი­ნის ქვევ­რე­ბი და მარ­ნე­ბირომ­ლე­ბიც აღ­მო­ჩე­ნილ იქ­ნა ძვე­ლი ნა­სოფ­ლა­რე­ბი­სა და ნა­სახ­ლა­რე­ბის გათხ­რე­ბის დროსმარ­ნე­ბის ნაშ­თე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლია ასე­ვე ისეთ ად­გი­ლებ­ში სა­დაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ზის არც ერ­თი ძი­რიც კი აღარ შე­მორ­ჩე­ნი­ლააკა­დე­მი­კო­სი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავსრომ "შავ­შვეთ კლარ­ჯეთ­შიბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბის უაღ­რე­სად მთა­გო­რი­ა­ნო­ბა და მი­წის სიმ­ცი­რე ჩვენს წი­ნაპ­რებს აი­ძუ­ლებ­და ვე­ნა­ხე­ბი უმ­თავ­რე­სად ხე­ლოვ­ნუ­რად და­ბაქ­ნე­ბულმო­კა­ვე­ბულ ნი­ა­და­გებ­ზე გა­ე­შე­ნე­ბი­ნათ მთის კალ­თებ­ზერო­მელ­საც ძვე­ლად ორო­კო ეწო­დე­ბო­და”.

ასეთ ხე­ლოვ­ნუ­რად და­ბაქ­ნე­ბულ ორო­კებს რო­მელ­საც ქვის კედ­ლე­ბიც აქვს ამო­შე­ნე­ბუ­ლი შე­საძ­ლოა 50- და მე­ტი სარ­თუ­ლიც გა­აჩ­ნდესრაც მთის კალ­თა­ზე 200 მეტ­რის სიგ­რძე­ზეა ამარ­თუ­ლიამ ორო­კო­ებ­ზე დღე­საც გვხვდე­ბა ძვე­ლი მეს­ხუ­რი ვა­ზის ჯი­შე­ბი თუმ­ცა კი ძალ­ზე იშ­ვი­ა­თადდა­სა­რულს უნ­და აღი­ნიშ­ნოს რომ მეს­ხუ­რი ტე­რა­სე­ბი ანუ ორო­კე­ბი უნი­კა­ლურ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ქმნი­ლე­ბას სწარ­მო­ად­გენს თა­ვი­სი მდი­და­რი ში­ნა­არ­სით სა­დაც ზუს­ტად არის გათ­ვლი­ლი ქა­რი­სა და მზის მოძ­რა­ო­ბა და სა­ი­რი­გა­ციო თუ წვი­მის წყლის არ­ხე­ბი და ღა­რე­ბიამ­გვა­რად და­ბაქ­ნე­ბულ ად­გი­ლებ­ზე ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი იწევ­დნენ და აყე­ნებ­დნენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და იმ­ხა­ნად ას­კმა­ოდ გან­თქმულ ღვი­ნო­ებს.

მეს­ხე­თი არა მხო­ლოდ ღვი­ნისარა­მედ ხორ­ბლის სამ­შობ­ლო­ცა­ამსოფ­ლი­ო­ში 27 სა­ხე­ო­ბის ხორ­ბა­ლი არ­სე­ბობსამათ­გან 23 არის კულ­ტუ­რუ­ლი სა­ხე­ო­ბადა­ნარ­ჩე­ნი ვე­ლუ­რი­აამ 23_დან 14 არის ქარ­თუ­ლი ხორ­ბლის ჯი­შისა­ერ­თოდპუ­რის სა­ხე­ო­ბა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მეს­ხე­თი გა­მო­ირ­ჩევ­ა

ხორ­ბლის ქარ­თულ ჯი­შებს (”მა­ხა”, ”ზან­დუ­რი”, ”თავ­თუ­ხი”, ”დი­კა”, ”დო­ლის­პუ­რი”, ”ას­ლი” და სხვ.) გა­აჩ­ნია ის უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბირაც ძალ­ზე ბევრ უცხო­ურ და გან­სა­კუთ­რე­ბითთა­ნა­მედ­რო­ვე ჯი­შებს არ გა­აჩ­ნი­ა.        ეს თვი­სე­ბე­ბია ყინ­ვის მი­მართ გამ­ძლე­ო­ბაგვალ­ვის მი­მართ გამ­ძლე­ო­ბამავ­ნებ­ლე­ბის მი­მართ გამ­ძლე­ო­ბასტა­ბი­ლურ­მო­სავ­ლი­ა­ნო­ბამა­ღა­ლი გე­მუ­რი თვი­სე­ბე­ბი და . (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიცრომ ქარ­თუ­ლი პუ­რი დი­დი ხა­ნი ინა­ხე­ბა და სა­ერ­თოდ არ ობ­დე­ბა)ის­ტო­რი­უ­ლად მეს­ხე­თი ხომ ხორ­ბლის ბე­ღელს წარ­მო­ად­გენ­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის მეს­ხეთ­ში პუ­რის სა­ხე­ო­ბა­თა მთე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არ­სე­ბობ­და - კა­კა­ლასო­მი­ნიბაზ­ლა­მაუხაფა­თი­რი და სხვამა­თი ცო­მი უმე­ტე­სად დო­ლის ან დი­კის ფქვი­ლი­სა­გან იზი­ლე­ბა.

ვარძია
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი. ძეგლის სტუქტურისა და მასალის გათვალიწინებით საუკუნეების განმავლობაში ვარძია ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად რთულ ფიზიკურ მდგომარეობაშია. ქვაში ნაკვეთი უნიკალური ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, კომპლექსის კვლევა და საკონსერვაციო სამუშაოები რამდენიმე წელია უწყვეტად მიმდინარეობს.
გამოქვაბული მონასტერი გამოკვეთილია XII საუკუნის მეორე ნახევარში. ნახევარ კილომეტრზე გადაჭიმული ცამეტსართულიანი ანსამბლი განლაგებულია ზღვის დონიდან 1 300 -1400 მეტრის სიმაღლეზე. კომპლექსის საერთო ფართობი 40 000 კვ.. შეადგენს. ის გამოკვეთილია ვულკანური წარმოშობის ადვილად დასამუშავებელ ქანებში - ტუფ-ბრექჩიებში.
არაჩვეულებრივია ვარძიის ბუნებრივი გარემო. უძველესი დროიდან დასახლებული მხარე მდებარეობდა იმ მთავარ გზაზე, საქართველოს რომ უკავშირებდა წინა აზიას.
ხალხური თქმულებით, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ ლექსიკურ მსგავსებას ემყარება, სახელწოდებავარძიაშემდეგ ლეგენდას ემყარება. ერთხელ, როცა თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბიძასთან ერთად დაუმთავრებელი სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში თამაშობდა. გარკვეულ მომენტში ბიძამ ბავშვი თვალთახედვიდან დაკარგა ქვაბულის ლაბირინთებში და მას ძებნა დაუწყო. მცირეწლოვანი თამარი ბიძას ასე გამოეხმაურა: “აქა ვარ ძია!”. მეფე გიორგი III- ბრძანებით კომპლექსს სახელი ამ გამოხმაურების საფუძველზე დაერქვა.
მოთხრობილ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.
მართლაც, მონასტერი რომ შეიქმნა მეფე გიორგი III და თამარ მეფის დროს, ამის შესახებ პირდაპირი ცნობებიაქართლის ცხოვრებაში“. ეს დასტურდება თვით ვარძიის ტაძრის მოხატულობითაც. ვარძიის მშენებლობის გადატანას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ადგილი, ზედა ვარძიის სახელწოდებით. ვარძიის ისტორიულ- არქიტექტურული გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მის აქ დაარსებას წინ უძღოდა კლდის სოფლის ანანაურის არსებობა.
ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. ეკლესიის კამარა, საკურთხეველი და იატაკი გამოკვეთილია კლდეში, ხოლო სამხრეთის, ჩრდილოეთის და ნაწილობრივ დასავლეთის კედლები ამოყვანილია ქვიტკირით. კლდის სიღრმეში, ტაძრის მახლობლად, მოწყობილია აუზი წყაროს წყლისათვის, რომელიც ნაკურთხ წყლად ითვლებოდა. ” ტაძარი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში თამარის ეპოქის ერთ-ერთი ფრესკა აქ არის შემორჩენილი.
მშენებლობის პირველი ეტაპი დაკავშირებულია გიორგი III (1156 – 1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებულიიმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად.
მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184 – 1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა.
ვარძია, როგორც მონასტერი, ცნობილია ტაძრის კურთხევის მომენტიდან და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება.
მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186 – 1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათაწყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხისგამოკვეთა.
1203 . მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში.
მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს დაგამმარჯუებელ“, „სასწაულთმოქმედვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები, რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო დამპყრობლების წინააღმდეგ. ” XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.
1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).
ამ წლებში, მიუხედავად მონღოლთა ბატონობისა, ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე.
1551 წელს მონასტერში გამაგრებული ქართლის მეფის ლუარსაბ I სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის ჯარების შემოტევას.
მესხეთი 1578 წელს თურქეთის ბატონობაში მოექცა. რის შემდეგაც დიდებულმა სავანემ არსებობა შეწყვიტა.
თურქების მიერ სამცხეში 1595 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ვარძია დაუსახლებელია. ვარძიაში მონასტრის გაუქმებამ, შემდგომ მისი, როგორც ისტორიული ძეგლის, განადგურება გამოიწვია. რუსეთ-თურქეთის 1828-29 წლების ომის შემდეგ, მესხეთის ნაწილი ვარძიითურთ, კვლავ საქართველოს შემოუერთდა, მაგრამ ვარძია ისევ უყურადღებოდ რჩებოდა.

1938 წელს კი  მუზეუმი დაარსდა, ხოლო 1989 წლიდან კვლავ მონასტერი დაარსდა.
ხერთვისი
საქართველოს მუდამ უხდებოდა თავდაცვა სხვადასხვა მხრიდან მოძალებული მტერისაგან. ეს გარემოება იძულებულს ხდიდა ქვეყნის მესვეურებს გამუდმებით ეზრუნათ საკუთარი ტერიტორიის თავდაცვაზე. განსახილველ პერიოდში მოქმედ ციხეებს შორის აღსანიშნავია ხერთვისის ციხე. არტაანისა და ჯავახეთის მტკვრის შესართავთან აღმართულ ციცაბო კლდეზე დღესაც ამაყად დგას მრავალი ბრძოლების
მაუწყებელი ციხის ნანგრევი. ციხისკარზე დაცული წარწერის მიხედვით, ერთ-ერთი კოშკი და გალავანი აღუდგენიათ 1354 და 1356 წლებს შორის. მაგრამ ციხე უფრო ადრინდელი პერიოდისაა. ხერთვისის ციხე გვიანფეოდალურ ხანაშიაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას. 1624 წელს აქ მყოფ ყიზილბაშებს მუსრი გაავლო გიორგი სააკაძემ. 1771 წელს კი ერეკლე II წაართვა იგი ოსმალებს. ხერთვისის ციხე აგებულია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას. ამავე დროს ის შესანიშნავად არიან შეხამებული რელიეფთან და ყოველმხრივ იყენებენ მას.
სახელი ხერთვისი ორი მდინარის შეერთების ადგილის მიხედვით მიღებული ზმნის (ერთვის) ხანმეტი ფორმაა. ანტიკურ ხანაში აღმოსავლეთში ლაშქრობის ჟამს ალექსანდრე მაკედონელს ციხე-ქალაქი ხერთვისიც უნახავს. 
   ხერთვისის ციხე რთული, კარგად შემონახული ნაგებობაა. სადღეისოდ შემონახული ნაგებობები X-XIX საუკუნეებს განეკუთვნება. უკანასკნელ პერიოდში, ციხე ორი მთავარი ნაწილისაგან, ციტადელის და გალავნისაგან შედგებოდა. ციტადელს კლდის ვიწრო ქიმი უკავია და იცავს მაღალი შვეული კლდე. ციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით. 
  ხერთვისი მრავალჯერ გადაკეთებული ციხეა. 1578 წელს თურქებმა სამცხე-საათაბაგოს სხვა ციხეებთან ერთად ხერთვისიც მიიტაცეს. 1828-1829 წლებში, რუსეთის თურქეთზე გამარჯვების შემდეგ ციხე საქართველოს დაუბრუნდა. იმ დროისათვის ხერთვისს, სხვა ქართულ ციხეებთან ერთად, უკვე დაკარგული ქონდა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა.   2007 წლიდან ხერთვისის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

სარო
სოფელ საროში შევდივართ, მას ნაქალაქარსაც ეძახიან. თვალს ხვდება  ლოდებით ნაშენი უნიკალური გალავნისა და კოშკების ფრაგმენტები. ამ სოფელში უამრავი მიწურია. ზღვის დონიდან 1148 მ სიმაღლეზე მდებარე სოფელს მტკვრის ხეობის სოფლები: ხიზაბარვა, თოკი, ვარგავი, ხერთვისი ემეზობლება. სარო და მისი შემოგარენი ერთ დროს მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური პუნქტი იყო. ამას ადასტურებს ციხესიმაგრეთა კომპლექსი.
ციხე მდებარეობს კლდოვანი მთის ფლატეზე. გადაჰყურებს მტკვრის ხეობას და მიუყვება ნაპირს. აგებულია ციკლოპურად - დიდი ზომის ვულკანური ქვების მშრალი წყობით. კედლების სიმაღლე 3 მეტრს აჭარბებდა, სიგანე კი 1.5 მეტრიდან 3 მეტრამდე მერყეობს. ციხე სამ სხვადასხვა ადგილას შემორჩენილი ნაგებობების კომპლექსი უნდა ყოფილიყო. ერთი ნაწილი, რომელსაც ქვედა ციხეს უწოდებენ სოფლის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ამავე ფლატის კიდეში მდებარეობს, მეორე-შუა ციხე მთავარანგელოზის ეკლესიასთან, ხოლო მესამე -ზედა ციხე უფრო ჩრდილოეთით კოშკის სახითაა შემორჩენილი.
საროს ციხე ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულით თარიღდება და ციხე-ქალაქად არის ცნობილი. ციხეებს თავისი დანიშნულება ჰქონდა - თითოეული მათგანი აკონტროლებდა გარკვეულ უბანს. მტერი უპირველესად წყალს უკეტავდა ციხე-ქალაქს. დასალევი წყლის პრობლემა რომ არ შეჰქმნოდათ, ციხეები გვირაბით უკავშირდებოდნენ მტკვარს.
ერთი ვერსიით, სოფელს სახელი დარქმევია აქ ბალახ საროს სიმრავლის გამო, მეორე ვერსიით, ბასკეთშიც არის სოფელი სარო - მონათესავე ერებს ერთი სახელი უწოდებიათ თავიანთი სოფლებისთვის. 
საროში ამჟამად 30 კომლი ცხოვრობს.
ციხე ფრიალო კლდეზეა აგებული და დიდი ფართობი უკავია. არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილია საკმაოდ დიდი ფართობის დარბაზი, ოროთახიანი ნაგებობა, დარნები და ხორბლის შესანახი ორმოები. ძვ. წ.  XV-XIV სს-ების ელინისტური ხანის სამაროვანი.
სამწუხაროდ,  XX  საუკუნის  70-იანი წლებიდან მოსახლეობამ გალავნის ლოდების ნაწილი სახლების ასაშენებლად დაჭრა. სოფლის განაპირას, სამცხის ქვაბულის სამხრეთით, წამოზრდილ გორაკზე, შემორჩენილია ციხის ნანგრევები, დიდი ზომის ქვებით მშრალად ნაგები უძველესი საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები.
საროს  XI-XII სს-ების მთავარანგელოზის ეკლესია მოზრდილი ორნავიანი ტაძარია. სამხრეთის ნავის უფასადო კიდეში ტრაპეზის ქვა და ემბაზია შემონახული. ასეთი ეკლესია საქართველოში სულ რამდენიმეა. გადმოცემით, სოფელში ცხოვრობდა სამი ძმა, თავადიშვილები ყოფილან, აუშენებიათ ციხე და ეკლესია. რადგან თითოეულს ცალ-ცალკე მოძღვარი ჰყავდა, გაუკეთებიათ სამი ტრაპეზი, რომ ცალ-ცალკე შეესრულებინათ ღვთისმსახურება. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი  საქართველოში პირველი ეროვნული პარკია, ის დაარსდა 1995 წელს. მისი საერთო ფართობი  107,083 ჰა- შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1%-ზე მეტია. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ექვს რაიონს მოიცავს. ესენია: ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკსქცია-ტაბაწყურის, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს მართავს.
პარკი არაჩვეუულებრივია ლაშქრობების მოსაწყობად, როგორც პარკის თანამსრომელმა გვითხრა ერთ-ერთი, 52 კილომეტრიანი მარშრუტით, რომელიც გათვლილია 5 დღეზე შესაძლებელია გადავიდეთ ხარაგაულის ტერიტორიაზე. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს თავაზობს.

მესხური სახლი
მეს­ხუ­რი სახ­ლი თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი. მესხური სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის დარ­ბა­ზუ­ლი ნა­გე­ბო­ბა
ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის ერ­თი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო მხა­რე­. დარ­ბა­ზუ­ლი ანუ გვირ­გვი­ნი­­ნი სა­ცხოვ­რებ­ლის ის­ტო­რია შო­რე­ულ წარ­სულ­ში იწყე­ბა, და­ახ­ლო­­ბით V-III სა­­კუ­ნე­­ბის (ძვე­ლი წელ­თაღ­რიცხ­ვით) ძეგ­ლე­ბი­. დარ­ბა­ზუ­ლი ანუ გვირ­გვი­ნი­­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სად­მი მეც­ნი­­რულ ინ­ტე­რესს ისიც აძ­ლი­­რებს, რომ მი­სი გავ­რცე­ლე­ბის არე­­ლი საკ­მა­ოდ დიდ ტე­რი­ტო­რი­ას მო­­ცავს. სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პის ნა­გე­ბო­ბა გვხვდე­ბა მცი­რე აზი­­ში, სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­­ჯან­ში, ირან­ში, პა­მირ­სა და ინ­დო­ეთ­ში. მაგ­რამ რო­გორც არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი, ეთ­ნოგ­რა­ფი­­ლი და სხვა ხა­სი­­თის მა­სა­ლე­ბი მოწ­მო­ბენ, დარ­ბა­ზი ინ­ტე­რი­­რი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბით, გვირ­გვი­ნის ნა­ირ­სა­ხე­­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე უფ­რო სა­ქარ­თვე­ლო­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. თუ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ქვეყ­ნებ­ში გვირ­გვინს ძი­რი­თა­დად ოთხ­კუ­თხო­ვა­ნი კუ­თხუ­რი წყო­ბა ახა­სი­­თებ­და, მეს­ხუ­რი სახ­ლის გვირ­გვი­ნი უმე­ტე­სად (თუმ­ცა არა ყო­ველ­თვის) რვა­კუ­თხა­, კე­რა ად­გილს უთ­მობს ბუ­ხარს, გვირ­გვი­ნი უფ­რო ხში­რად დარ­ბა­ზის მთელ ფარ­თობს ხუ­რავს. დარ­ბა­ზუ­ლი სახ­ლი რამ­დე­ნი­მე სად­გო­მი­სა­გან შედ­გე­ბა, მათ შო­რის არის და­მა­ტე­ბი­თი სა­ზამ­თრო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხი, რო­მელ­საც აქ ოდას უწო­დე­ბენ, სა­თორ­ნე და აუ­ცი­ლებ­ლად არის ბო­სე­ლი, ანუ ახო­რი. და­ხუ­რულ დე­რე­ფანს გარ­და, კეთ­დე­ბა სვე­ტე­ბი­­ნი ღია გა­ლე­რი­–­პორ­ტი­კი – კა­რა­პა­ნად წო­დე­ბუ­ლი. კა­რა­პან­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი იყოს და­მა­ტე­ბი­თი სად­გო­მი სა­ქონ­ლის საკ­ვე­ბის შე­სა­ნა­ხად, ზოგ დარ­ბაზს აქვს საბ­ძე­ლი და სა­კუჭ­ნა­.
სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტი, რომ მეს­ხუ­რი სახ­ლე­ბის რა­­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­­რად მცირ­დე­ბა, სა­ჭი­რო­ებს სპე­ცი­­ლუ­რი პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ, რო­მე­ლიც ხელს შე­­წყობს მის გა­დარ­ჩე­ნას.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი II

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი  ბიომრავალფეროვნების გამო ეკორეგიონი ჩართულია მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდის 35 პრიორიტეტულ ეკორეგიონსა და საერთაშორისო კონსერვაციის 34 ცხელი წერტილის ნუსხაში.
პარკის ტერიტორია მდიდარია რელიქტური, ენდემური, იშვიათი ფლორისა და ფაუნის მოწყვლადი სახეობებით. ტერიტორიაზე 64 სახეობის ძუძუმწოვარია აღრიცხული, რომელთაგან 11 კავკასიის ენდემია, ხოლო 8 სახეობა - საქართველოს "წითელ ნუსხაშია" შესული. ამ ტერიტორიაზე 217 სახეობის გადამფრენი და მობინადრე ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხას" განეკუთვნება.
ჩვენი ეროვნული პარკში ვიზიტი დაემთხვა ირმების მყვირალობის პერიოდს, პარკის თანამშრომელმა შემოგვთავაზა თუ დავრჩებოდით შესაძლებელი იქნებოდა შესაძლოა შევსწრებოდით ირემტა მყვირალობას. მაგრამ დროიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო :(
ფლორა
პარკის ტერიტორიის 75 % შერეული ხელუხლებელი ტყეებით არის დაფარული. აქ გავრცელებულია უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები. დაცულ ტერიტორიაზე წმინდა ნაძვნარის, სოჭნარის და ფიჭვნარის მასივებია თავმოყრილი. ტყის ეს მონაკვეთები ზღვის დონიდან 1400-1800 -ის ფარგლებშია გავრცელებული. ფართოფოთლოვანებიდან ქვედა სარტყელში ქართული მუხა და რცხილა ჭარბობს, ზედა სარტყელში წიფელი; ხშირია საქართველოს წითელ ნუსხაში" შეტანილი წაბლი.
პარკის დაახლოებით მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მარცვლოვან-ნაირბალახოვან მდელოებს უკავია, ხოლო საკმაოდ დიდ ფართობებზე გავრცელებულია კავკასიური როდოდენდრონის რაყებს-დეკიანს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გავრცელებულ მცენარეთა სახეობა 1,200- აღემატება.
საქართველოს წითელ ნუსხა-ში შეტანილ ხემცენარეთა სახეობებიდან, წაბლის გარდა, გვხვდება უხრავი (Ostrya carpinifolia), ჯონჯოლი (Staphy­lea colchica), აღმოსავლური მუხა (Quercus macranthera) და შიშველი თელადუმა (Ulmus glabra).
რელიქტური სახეობებიდან აღსანიშნავია
იმერული ხეჭრელი, უთხოვარი, პონტოური, კავკასიური დეკა, წყავი, ბაძგი, კოლხური სურო და სხვ.
კავკასიის ენდემური სახეობები
 აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი და კავკასიური ფიჭვი.
ფაუნა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამოირჩევა მრავალფეროვანი ფაუნით. აქ 64 სახეობის ძუძუმწოვარია აღრიცხული, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია, ხოლო 8 სახეობა საქართველოს წითელს ნუსხაშია შესული. აქ წარმოდგენილი ცხოველთა სამყაროს ძირითადი სახეობებიდან აღსანიშნავია: კეთილშობილი ირემი, არჩვი, შველი, მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ტყეში ასევე ბინადრობს: გარეული ღორი, შველი, მგელი, ტყის კატა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აღრიცხულია ღამურების 20 სახეობა.
საქართველოს წითელ ნუსხაში" შეტანილი იშვიათი და გადაშენების წინაშე მყოფი, სახეობებიდან დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია მსხვილი ძუძუმწოვრების ისეთი სახეობები და ქვესახეობები, როგორიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, კავკასიური არჩვი, ევროპული მაჩქათელა, გიგანტური მეღამურა, კავკასიური ციყვი, და სხვ. ფრინველებიდან კი: თეთრკუდა არწივი, სვავი, მთის არწივი, ქორცქვიტა, ველის კაკაჩა, კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო და სხვ.
ენდემური სახეობები
 კავკასიური სალამანდრა, კავკასიური ჯვარულა, აჭარული ხვლიკი, კავკასიური გველგესლა და სხვა.

No comments: