პროექტის გეგმა
გრძელვადიანი პროექტი „შეიცანი საქართველო
შენი“
სახელწოდება: ,,სამცხე
ჯავახეთის მხარის ეკონომიკური განვითარების
პერსპექტივები“
მასწავლებელი: ბესიკ მაჩიტაძე.
ჯგუფი : I
სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფი (X1)
მოსწავლეთა რაოდენობა: 26 კადეტი
საგანი: გეოგრაფია
სასწავლო ექსკურსიის
მიზნები:
სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავება, გამტკიცება და
მოტივაციის გაზრდა.
კადეტებმა შეძლონ შეფასება სამცხე-ჯავახეთის მხარის მნიშვნელობა საქართველოს
ტურიზმში, ჯანდაცვაში და ეკონომიკაში.
აქტივობა:
1. ადგილზე მოინახულებენ სამცხე
ჯავახეთის მხარის ბუნებრივ, ისტორიულ-კულტურულ და ტურისტულ ობიექტებს.
2. გაეცნობიან მხარის ეთნიკურ-კულტურულ თავისებურებებს.
შედეგები: შესწავლილი მასალის გახსენება-შეჯამება, მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. მოსწავლეთა
შთაბეჭდილებების ანალიზი, ურთიერთშეფასება და
შთაბეჭდილებების გაზიარება თანატოლებთან.
პროექტის აღწერა:
1. ჯგუფების მიერ ინფორმაციის
მოპოვება და დამუშავება სამცხე-ჯავახეთის
მხარის შესაბამისი თემების მიხედვით:
ü სამცხე-ჯავახეთის მხარის ფიზიკურ-გეოგრაფიული
დახასიათება
ü სამცხე-ჯავახეთის მხარის კულტურული
და ბუნებრივი ძეგლები
ü სამცხე-ჯავახეთის მხარის ეკონომიკა
და მომავალი პერსპექტივები
2.
ექსკურსიის
ორგანიზება-ჩატარება ორ ეტაპად (ოქტომბერი 2017 წ. და მაისი 2018 წ.)
3.
ისტ-ის
გამოყენებით ჯგუფების მიერ პრეზენტაციების მომზადება
4.
პრეზენტაციის
დაგეგმვა-ჩატარება ლიცეუმის კადეტთა კლუბში და შთაბეჭდილებების გაზიარება
5.
ფოტო
და ვიდეო გადაღება
6.
პროექტის
ბლოგის შექმნა
7. პროექტის შეფასება კადეტთა მიერ
რესურსები:
ავტობუსი, ფოტოაპარატი,
ფურცლები, საწერკალამი, რვეული.
No comments:
Post a Comment