2017/11/08

   
     2017 წლის 8 ნოემბერს კადეტთა კლუბში სადამრიგებლო ჯგუფის კადეტებმა (პირველი სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი) ლიცეუმის კლუბში მოახდინეს პროექტის პრეზენტაცია, ამავდროულად გაუზიარეს შთაბეჭდილებები ექსკურსიისა და პროექტის შესახებ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ლიცეუმის პირველ კურსელები, დირექცია, მასწავლებლები და ოფიცერ-სერჟანტები.


2017/10/12

ექსკურსია


    2017 წლის 12 ოქტომბერს სადამრიგებლო პროექტის "სამცხე ჯავახეთი მხარის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები"-ის ფარგლებში სადამრიგებლო ჯგუფთან ერთად ვიმყოფებოდით საგანმანათლებლო ექსკურსიაზე მარშრუტით "ქუთაისი - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი - სოფ. ხერთვისი (ხერთვისის ციხე და მესხური ტერასები) - სოფ. სარო. 
ექსკურსიის მიზანი
  • სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავება, გამტკიცება და მოტივაციის გაზრდა.
  • კადეტებმა შეძლონ შეფასება სამცხე-ჯავახეთის მხარის მნიშვნელობა საქართველოს ტურიზმში,  ჯანდაცვაში და ეკონომიკაში.

განხორციელებული აქტივობები
  • ადგილზე მოინახულეს სამცხე ჯავახეთის მხარის ბუნებრივ, ისტორიულ-კულტურულ და ტურისტულ ობიექტები.
  • გაეცნენ მხარის ეთნიკურ-კულტურულ თავისებურებებს.
შედეგები: შესწავლილი მასალის გახსენება-შეჯამება, მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. მოსწავლეთა შთაბეჭდილებების ანალიზი, ურთიერთშეფასება და შთაბეჭდილებების გაზიარება თანატოლებთან.




Сделано на Padlet